"თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა", - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს და დეპუტატი ტყუილში დაადანაშაულა, რასაც კამათი მოჰყვა. მაჭავარიანმა რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი ტყუილი, როგორიც გოცირიძემ თქვა, არც ერთ სხვა ოპოზიციონერს არ უთქვამს. აღნიშნულის საპასუხოდ კი, რომან გოცირიძემ მაჭავარიანს უთხრა, რომ ის დემაგოგობდა. თავის მხრივ კი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გოცირიძის გასაშვები არ გახდებოდა.