მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან ტელეკომპანიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ. მისი განცხადებით, მედიაბიზნესი არაფრით უპირატესი სხვა ბიზნესებზე არ არის. მაჭავარიანის ინფორმაციით რუსთავს 28 მლნ, იმედს 19 მლნ, მაესტროს კი 8 მლნ ლარის დავალიანება აქვს