ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისი წინამორბედი მინისტრი, მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია. მაჭავარიანმა გავრცელებულ ინფორმაციას "ტყუილი" და "სიბინძურე" უწოდა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ბახტაძეზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და აღნიშნა რომ ტელევიზიების დავალიანებებთან მამუკა ბახტაძეს კავშირი არ აქვს.