"გამოვრიცხავ, რომ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გამო ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.