ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას "ლეიბორისტულ პარტიაში" გადასვლისკენ მოუწოდა. მაჭავარიანმა ბოკერიას განცხადებები შალვა ნათელაშვილის განცხადებებს შეადარა. ივანე მაჭავარიანის აღნიშნული რეპლიკა საბანკო რეგულაციებზე საუბრის თემას მოჰყვა. გიგა ბოკერიამ კი მაჭავარიანს მიმართა, რომ მთავრობას მოქალაქეები ბავშვები ჰგონია.