იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული ვირუსი უფრო მეტად გადამდებია, თუმცა მისი მძიმე მიმდინარეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, კორონავირუსის განმეორებით ინფიცირების შემთხვევა არ განიხილება, როგორც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი.
ჩხაიძის თქმით, ზოგადად კორონავირუსს გამოხატული მიდრეკილება მუტაციისადმი და დღეისათვის დაფიქსირებულია 1200-მდე მუტაცია, თუმცა ისინი ხანმოკლეა და მათი ზეგავლენა დღემდე არ ყოფილა აღნიშნული.