„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდსიტუაციამ მნიშვნელოვნად გააუარესა მესამე ტალღის სტატისტიკა.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანა იქნება დიდი რისკის ქვეშ კიდევ უფრო ზრდადი ინფიცირების მაჩვენებლით. ის რაც შეიძლება დადასტურებული შემთხვევების მატების უკან იდგეს არის დელტა შტამის თანდათან ჩანაცვლება იმ ვარიანტით რომელიც წინა კვირების განმავლობაში გვქონდა.
ბოლო მონაცემებით დელტა შტამი საქართველოში მოსახლეობის 40% ში ფიქსირდება და აგვისტოს თვეში ის უკვე იქნება დომინანტური, რაც უფრო გააუარესებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. "დელტას" ერთ-ერთი განმასხვავებელი თავისებურება არის, რომ უფრო მეტად ვრცელდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. სწორედ ამან განაპირობა დამატებითი პედიატრიული საწოლების გამოყოფა საავადმყოფოებში.