მოსკოვის ქუჩებში რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გალუნოვის მხარდამჭერი მარში გაიმართა. ასობით ადამიანი მეტროსადგურ ჩისტიე პრუდისთან შეიკრიბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ რაც დემონსტრანტები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ამ დროისთვის 90 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათ შორის არის რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს.
აქციის მონაწილეთა განმარტებით პოლიციის თანამშრომლებმა ძირითადად ის ადამიანები დააპატიმრეს რომლებსაც ივან გალუნოვის მხარდამჭერი მაისურები ეცვათ. გამომძიებელი ჟურნალსტი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ბრალდებული, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.