ტურინის "იუვენტუსის" მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. რუგანი პირველი ცნობილი ფეხხბურთელია, რომელსაც COVID-19 აღმოუჩინეს. კლუბმა სასწრაფო წესით მიიღო ყველა ზომა და დაუყოვნებლივ მთელი გუნდი ორკვირიან კარანტინში გადავიდა.
„იუვენტუსს“ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი უნდა ეთამაშა, მაგრამ ცხადია, თამაში არ შედგება. უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა, გადადებს მატჩს თუ იტალიელებს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის.„იუვენტუსის“ გარდა კარანტინში გადავიდა მილანის „ინტერიც“. საქმე ისაა, რომ „ნერაძურიმ“ ოთხი დღის წინ ტურინში სწორედ „ბებერ ქალბატონთან“ ითამაშა და რუგანი იმ მატჩის განაცხადში იმყოფებოდა.