იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ 57 კანდიდატიდან 21-ს კენჭი უკვე უყარა. აქედან მოსამართლეობის მანტია უვადოდ მათმა უმრავლესობამ მოირგო. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებულ კოლეგიაში 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, მოსამართლედ დაინიშნა მაია კვირიკაშვილი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე განაცხადი შეიტანა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილველმა მოსამართლე გიორგი ჩემიამ. საბჭოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის, ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლედ განმწესდება.საერთო ჯამში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე კენჭს 57 კანდიდატს უყრიან.