საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება. საუბარია პოზიციაზე, რომელიც საბჭოში ამ დრომდე ანა დოლიძეს ეკავა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტმა მიიღო ანა დოლიძის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ. აღნიშნული განცხადება კი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.