იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები იმსჯელებენ პარლამენტის 9 დეპუტატის მიერ მომზადეულ კანონპროექტზე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ, საბჭოს არაწევრი მოსამართლეებიც დაესწრებიან. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სულ 5 საკითხზე იმსჯელებს.