იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა სახელფასო დანამატის გაცემის საკითხზე მსჯელობს. სხდომაზე საბჭოს წევრები 8 საკითხს განიხილავენ. პროექტს, რომლითაც მოსამართლეებითვის დანამატის გაცემის წესი განისაზღვრება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე წარადგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თანამდებობრივ სარგოზე დანამატები იმ მოსამართლეებს უნდა განესაზღვროს, რომლებიც განსაკუთრებული გადატვირთულობით გამოირჩევიან. რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ განწესების მეორე ეტაპს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ამ პროექტში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები და საზოგადოება, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსამართლის წარსული გამოცდილება. მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პირველი ეტაპი 6 თებერვალს დაიწყება, რაც გასაუბრებას გულისხმობს. უვადოდ განმწესების მსურველი 51 მოსამართლეა.