იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს დღეებში გადაუგზავნის პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომლითაც საბჭოს არამოსართლე წევრის ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ იუსტიციის საბჭოს შემდეგი მოსამართლე წევრები: საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი,ირაკლი შენგელია რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი ბონდარენკო; არამოსამართლე წევრები:შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.
დოკუმენტს ხელი არ მოაწრეს არამოსამართლე წევრებმა: ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა. მოსამართლე წევრების განმარტებით, ანა დოლიძისთვის იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზია ის, რომ დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც მათი თქმით,საბჭოს წევრის სტატუსს არ შეესაბამება. მიმართვას გამოეხმაურა ანა დოლიძეც და იგი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.