იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 25-ე კონფერენცია მიმდინარეობს. მოსამართლეები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელებენ. მსჯელობის ერთ-ერთი საგანი სავარაუდოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიც იქნება. მოსამართლეთა კონფერენციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიც ესწრებიან. საბჭოს წევრების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის კრიტერიუმებზე უნდა იმსჯელოს, ხვალ გაიმართება. საბჭოს მოსამართლე წევრები მათი გადადგომის მოთხოვნასაც გამოეხმაურნენ.