იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას აპროტესტებენ. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ განმარტა, სასამართლო სისტემა ჭაობშია და თუ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანი უვადოდ განწესდება, ეს სისტემა ჭაობში დარჩება. მისივე თქმით, აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე გაგრძელდება, იმისთვის, რომ მურუსიძემ,მოსახლეობის პროტესტი გაიგოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებს, მაშინ როცა მას გამოსაცდელი ვადა ჯერ არ ამოწურვია.