იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დღევანდელი გასუაბრება დასრულდა. საბჭოს წევრებმა დღეს ორ კანდიდატს: სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძესა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს მიუსმინეს. საბჭოს წევრებს ძირითადი კითხვები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების მისამართით პროფესიულ გამოცდილებასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.იუსტიციის საბჭომ 17 ივლისიდან დღემდე გასაუბრება 50-დან 42 კანდიდატთან უკვე ჩაატარა. გასაუბრების პროცესი სავარაუდოდ 15 აგვისტოს დასრულდება. ამის შემდეგ კი საბჭოში 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ფარული კენჭისყრა ჩატარდება.