07:35
4 აგვისტო, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს
17-06-2021

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის - გიორგი გოგიაშვილის, გოჩა აბუსერიძის, ლევან თევზაძის, ქეთევან მესხიშვილის, გიორგი შავლიაშვილის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას, ეკა ზარნაძის და ლაშა ქოჩიაშვილის პარლამენტში წარდგენას. ყველა მათგანი ხმათა უმრავლესობით გავიდა.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჯამში 100-ზე მეტ მოსამართლის ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. უფრო კონკრეტულად, საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენასთან, 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

AutoPlay
ლიეტუვა ევროკავშირს ბელარუსის საზღვრიდან მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო სასწრაფოდ დახმარებას სთხოვს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი გიორგი სიორიძე აირჩიეს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ევროკავშირის წარმომადგენლობაში პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრები გაიმართა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ირანის უზენაესმა ლიდერმა ებრაჰიმ რაისი ირანის მომავალ პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
რუსეთი ესტონელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები