იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება. გასაუბრება დაგეგმილია თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ სამ კანდიდატს მოუსმინეს. საბჭოს წევრებმა გასაუბრება მოქმედ მოსამართლე შოთა გეწაძესთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესა და გიორგი გოგიაშვილთან ჩაატარეს. ძირითადი კითხვები საბჭოს წევრებს კანდიდატების პროფესიულ გამოცდილებასა და საქმიანობაზე ჰქონდათ.
იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების პირველ დღეს საბჭომ ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას და დიანა ბერეკაშვილს მოუსმინა. გასაუბრების ეტაპის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით 50 კანდიდატიდან პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.