იუსტიციის საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის საბჭოს წევრები გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ. დღესვე დაგეგმილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძესა და არამოსამართლე კანდიდატ გიორგი თევდორაშვილთან გასაუბრებაც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გაუსაუბრების უკვე გაიარა 12-მა კანდიდატმა, მათ შორის საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.