მედიაციის შესახებ კანონზე იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა. ინიციატივა, სამოქალაქო დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრისთვის, იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა. თეა წულუკიანის განმარტებით, თუ პროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, სასამართლო მედიაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.