იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. მისივე თქმიტ კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს.