იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, ნიკანორ მელიას და გიგი უგულავას საჩივრების განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ მტკიცებულებების წარდგენა. სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.