იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის საქართველოს მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.
განცხადების თანახმად, მინისტრთა კომიტეტი ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს კვლავ დადებითად აფასებს.