იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა - Palitra News

იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა

2020-09-24 16:00:35+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან შემოწმების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს, 20.00 საათამდე იუსტიციის სახლთან მისულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლიათ, მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.