იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატებს გაესაუბრებიან. საბჭოს წევრები დღეს სამ მათგანს მოუსმენენ. ესენი არიან ნუნუ კვანტალიანი,მაია კოპალეიშვილი და შოთა ლაითაძე. გუშინ კი საბჭოში გასაუბრება გაიარეს გოგიტა თოთოსაშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა და ვლადიმერ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ოვლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 21-ს გაესაუბრა.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება