იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ 3 კანდიდატი გადის. ესენი არიან: გოგიტა თოთოსაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმერ კაკაბაძე. გუშინ კი საბჭოს წევრებმა ლევან თევზაძეს, ილონა თოდუასა და უჩა თოდუას მოუსმინეს.
გუშინდელი გასაუბრების პროცესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კვლავ ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 50 კანდიდატიდან 18-ს უკვე გაესაუბრა. ფარული კენჭისყრის შედეგად, 50 კანდიდატიდან საბჭო 20 მათგანს შეარჩევს და განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.