იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.
როგორც საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საკითხის ინიცირებისას აღნიშნა, პრეზიდენტისადმი მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
ამასთან, პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია რომ ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას.
უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უჭერს საბჭოს 11 წევრი, ხოლო ხელი არ მოაწერა ორმა არამოსამართლე წევრმა: ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.