იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი გაივლის.
საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი უპრეცედენტოდ საჯარო იქნება.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით წარიმართება, დღეს კი გასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.