იუსტიციის უმაღლესი საბჭო 17 ივლისს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. გასაუბრება 11:00 საათზეა ჩანიშნული. პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი გაივლის. საბჭოს მოსამართლ წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი უპრეცედენტოდ საჯარო იქნება. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით წარიმართება. 17 ივლისს კი გასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.