იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ შესაბამისი სამსახურების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ონლაინ მუშაობის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. როგორც იუსტიციის მინისტრა თეა წულუკიანმა განაცხადა, თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას.