საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ 12-წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასაამღლოს პირობა რომ ბრძოლა იქნებოდა სიმართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იარსებებდა შესრულებულია.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, დიდი პალატის 17 მოსამართლის გადაწყვეტილება არ საჩივრდება და მისით დადგენილია რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფახეზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეეფარდება პასუხისმგებლობა, საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.