იუსტიციის მინისტრის თეა წულკიანის განცხადებით, გამორიცხული არ არის, საქართველოში ციხეებმა 3 აპრილის შემდეგაც განსაკუთრებულ პირობებში გააგრძელოს მუშაობა. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმითვე, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პატიმრებს პაემნები ეკრძალებათ, თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ოჯახის წევრებს თვეში 15 წუთის განმავლობაში უფასოდ ესაუბრონ. მინისტრმა ასევე ისაუბრა სასამართლო პროცესებზე და აღნშნა, რომ 4 მარტიდან სასამართლოებში პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები ონლაინ ეწყობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.