იუსტიციის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე იგივე ლავასოღლის ექსტრადაცია ქართულმა მხარემ არ მოითხოვა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა ლავასოღლი თურქულმა მხარემ სწორედ იმიტომ დააკავა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველომ მოითხოვა. მისივე ინფორმაციით პროცედურები კვლავ მიმდინარეობს.
თურქული მედიის ცნობით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს.
მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.