პარლამენტში, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იურიდიული წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილი 30-ზე მეტი იურისტის ადვოკატისა და სამართალმცოდნის განცხადებით საქმეზე დადგარი განაჩენი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და სამართალთან.
იურისტების განცხადებით, დამდგარი შედეგი წარმოადგენს უპრეცედენტო "სამაგალითო" შემთხვევას, რაც გამოიხატა მოსამართლის მიერ პროკურორის ფუნქციის შეთავსებასა და განსახილველ საქმეზე ბრალმდებელ მხარედ მოვლენაში.