იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეებთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. სამი მომხრე, ხუთი წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.
კომიტეტის უარყოფითი გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წარმომადგენლების მთავარი არგუმენტი ის, იყო რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კანონპროექტი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.