პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, მთავარი განსახილველი საკითხი სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები იყო. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდადატ ანრი ოხანაშვილი დასახელდა. კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი აზრით შესაფერისი კანდიდატურა ლევან გოგიჩაიშვილი იყო. თავად ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, იგი ოხანაშვილისთვის პარლამენტში მხარდაჭერას არ აპირებს.