იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, ეკა ბესელიას მიმართა. მათიკაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები და ხედავენ, როგორ უნდა ამ პროცესის ჩაშლა ბესელიას. მათიკაშვილის თქმით, დეპუტატის რეპლიკები სერიოზულად მისაღები არ არის, და ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადის.
მათიკაშვილმა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიჰყავს, განმარტა, რომ ნებისმიერ დეპუტატს ან სხვა ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება, თუმცა ეს უნდა იყოს კორექტულობის ფარგლებში. ამას ეკა ბესელიას პროტესტი მოჰყვა. მათიკაშვილმა მას დამშვიდებისკენ მოუწოდა.