იურიდიული კომიტეტის წევრებმა დღეს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიონ. ამ პოსტის დაკავებას ამჯერად დავით მათიკაშვილი შეეცდება.მისი წინამორბედი, გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობამ 2 დღეში გადაირჩია და ამის მიზეზად ფოფხაძის არჩევის დროს პროცედურული დარღვევები დასახელდა.კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიღებენ. საპარლამენტო უმცირესობა კომიტეტის სხდომას დაესწრება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილებას არ აპირებს. უშუალოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს დეპუტატები კენჭს უკვე საგაზაფხულო სესიაზე უყრიან.კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკა ბესელიამ რამდენიმე კვირის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიზეზით დატოვა. ბესელია პარლამენტიდან სიის გაწვევას ითხოვს.