იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანთან, 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება შეიზღუდება.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც.
როგორც კანონპროექტის ავტორი ირაკლი კობახიძე ამბობს, ახალი წესით, მცირე პარტიების წახალისება მოხდება. ამასთან კანონპროექტით რეგულაციები მკაცრდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.