პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი შალვა თადუმაძის მოსმენას არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრება. დღესვე, თადუმაძის კანდიდატურა ასარჩევად რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გავა. მთავარი პროკურორის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.