იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრე დეპუტატის მიერ, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე სამსაათნახევრის განმავლობაში ცხარე კამათის ფონზე მსჯელობდნენ. კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, იუსტიციის საბჭო და კომიტეტის წევრთა ნაწილი კი სხვა მხარეს. ბესელიას განმარტებით, 9 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს უკვე სესიაზე განიხილავენ, სადაც დეპუტატებმა საკითხს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. შეგახსენებთ, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას.