იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. ამჟამად მიქაბერიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი მიმდინარე წლის ივლისში უვადოდ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე 10 კანდიდატს მოუსმინა.