პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "ევროპული საქართველოს" ინიციატივას განიხილავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხზე შემუშავებულია დადგენილების სამი პროექტი და მათზე კომიტეტი დღეავნდელ სხდომაზე იმსჯელებს.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას, რისი კარგი ილუსტრაციაც მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.