მსოფლიოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებები სრულად სულ მცირე 56 ქვეყანაში დაიხურა, ხოლო ნაწილობრივ 17 ქვეყანაში. ინფორმაციას "იუნესკო" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახეევარ მილიარდზე მეტი ბავშვი სკოლებში არ დადის, ზოგ ქვეყანაში კი ონლაინ სწავლება მიმდინარეობს, თუმცა ამის შესაძლებლობა ბევრ სახელმწიფოს არ აქვს.
ცნობისთვის, გასულ კვირას "იუნესკოში" აცხადებდნენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში 363 მილიონი მოსწავლე არ ცხადდებოდა.