მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებმა, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაითხოვეს და მის მაგივრად, სეზონის ბოლომდე, დროებით მენეჯერად, მისი ყოფილი ასისტენტი, მაიკლ კერიკი დანიშნეს. ჟოზე მოურინიომ კლუბი 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონში მანიკუნიანური გუნდი, ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს და ლიდერს, ლივერპულს 19 ქულით ჩამორჩება. ასევე, იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც ფრანგულს პარიზ სენ ჟერმენს დაუპირისპირდება.