მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა სოლიდური თანხა გაიღოს ინგლისელი ნახევარმცველის ჯეიმს მედისონის სანაცვლოდ, რომელიც ამჟამად ლესტერის ღირსებას იცავს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, საუბარია 90 მილიონ ევროზე. მანჩესტერში დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულში აღნიშნული შეთავაზების გაკეთების შემთხვევაში, შეთანხმება უპრობლემოდ მოხდება. თუკი ჯეიმსი მანჩესტერში გადავიდა პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. 23 წლის მედისონს მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 5 გოლი და 4 საგოლე პასია.