უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობისა მდგომარეობა დამძიმდა და ის ხელოვნული სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა ფასდება როგორც სტაბილურად მძიმე. გარდა ამისა, პაციენტის ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. მისგან განსხვავებით, ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ პოლიტიკოსის შვილს და მის მეუღლეს.