ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებმა სამოქალაქო პირებთან ერთად გაიტაცეს. ზურაბ თოდუას განცხადებით, სუსლიაკი სადახლოზე ჰყავთ დაკავებული და მას საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ. ადვოკატის თქმით, მას დღეს სუსლიაკთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა 9 ის ნახევრიდან 9 საათამდე მონაკვეთში ბაქო-თბილისის რეისის მე-5 ვაგონიდან, გარდაბნიდან გაიტაცეს.