არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა. ბრალდებულის ადვოკაის ინფორმაციით, დასკვნაში წერია, რომ იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. ადვოკატი დასკვნაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ექსპერტიზით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა დასტურდება.
ცნობისთვის, იულია სუსლიაკი ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ბაშვების მოწამვლის შემდეგ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.